უსახელო ნაბიჭვრები
„უსახელო ნაბიჭვრები“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
რეჟისორი | კვენტინ ტარანტინო |
პროდიუსერი | ლორენს ბენდერი |
სცენარის ავტორი | კვენტინ ტარანტინო |
როლებში |
ბრედ პიტი კრისტოფ ვალცი მაიკლ ფასბენდერი ელი როტი დანიელ ბრიული დიანე კრუგერი ტილ შვაიგერი მელანი ლორანი |
მონტაჟი | სალი მენკე |
სტუდია | |
დისტრიბუტორი |
|
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 153 წუთი[1] |
ქვეყანა | |
ენა |
|
ბიუჯეტი | 70 მილიონი აშშ დოლარი[5] |
შემოსავალი | 321.5 მილიონი აშშ დოლარი[6] |
საიტი |
„უსახელო ნაბიჭვრები“ (ინგლ. Inglorious Basterds[კომ. 1], წარმოთქმა: [ɪnˈɡlɔɹ.i.əs ˈbæstɝdz]) — რეჟისორი კვენტინ ტარანტინოსმიერ გადაღებული ფილმი მისივე სცენარის მიხედვით. 2008 წლის შემოდგომაზე დაწყებული გადაღებები მიმდინარეობდა საფრანგეთის და გერმანიის ტერიტორიაზე, პრემიერა კი 2009 წელს, კანის კინოფესტივალზე შედგა. ფილმის მოქმედებები ვითარდება 1941–1944 წლებში, ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში. მთავარი როლები ითამაშეს ბრედ პიტმა, მაიკ მაიერსმა, ელაი როთმა და კრისტოფ ვალცმა.
კინოკრიტიკოსებისაგან ნამუშევარმა ძირითადად კარგი შეფასებები მიიღო, მსოფლიო დისტრიბუციაში კი დაახლოებით 322 მილიონი ამერიკული დოლარი მოაგროვა.[7][8] ფილმი იყო ნომინირებული ოსკარის რვა პრემიაზე. გარდა ამისა, „ნაბიჭვრებმა“ მოიპოვეს ოქროს გლობუსის ოთხი და BAFTA-ს რვა პრემია.[9][10][11] შუცშტაფელის შტანდარტფიურერის, ჰანს ლადას როლის შემსრულებლის, კრისტოფ ვალცის წარმოდგენამ მაღალი შეფასება მიიღო მსოფლიო კინოკრიტიკოსებისაგან, რომლებმაც მას ფილმის მარგალიტი და ტარანტინოს საიდუმლო იარაღი უწოდეს.[12][13][14]
XXI საუკუნის პირველი ათწლეულის შეჯამების დროს, ბევრმა კინომიმომხივლელმა ფილმი მხოლოდ წლის კი არა, ათწლეულის საუკეთესოთა სიაში შეიყვანა.[15][16]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის ორიგინალური სახელწოდებაა Inglourious Basterds, მიუხედავად იმისა, რომ გრამატიკულად და ორფოგრაფიულად სწორი ფორმაა The Inglorious Bastards. ფილმის სათაურისათვის ტარანტინომ გამოიყენა რეჟისორი ე.ჯ. კასტელარის ფილმის, ამ დაწყევლილი ჯავშანმატარებლის ამერიკული ფსევდონიმი უსახელო ნაბიჭვრები (The Inglorious Bastards), თუმცა, უარი თქვა არტიკლზე და სპეციალურად დაუშვა ორი შეცდომა. ფილმის სხვა ენებზე თარგმნის დროს გავრცელებული იყო აზრი, რომ სახელწოდების გადათარგმნაც შეცდომებით იყო საჭირო. მაგალითად, რუსი კინოკრიტიკოსი, ანდრეი პლახოვი თვლიდა, რომ ფილმის რუსული სახელი უნდა ყოფილიყო Безславные Ублютки, როდესაც სწორი ფორმაა Бесславные Ублюдки.[17]. ფილმის „არასწორ“ დასახელებაზე საუბარზე თავად ტარანტინო უარს ამბობდა, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ასე ახსნა: უბრალოდ, ასე წარმოითქმის – Basterds.[18][19]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ებრაელებზე მონადირე შუცშტაფელის შტანდარტფიურერი, ჰანს ლადა, რომელიც დრეიფუსების დაკარგულ ოჯახს ეძებს, მოულოდნელად სტუმრობს ფრანგ ფერმერ პერიე ლაპადიტს. დაკითხვის შემდეგ, ლაპადიტი აღიარებს, რომ ოჯახი მასთან იმალება. ოჯახს, რომელიც იატაკის ქვეშ იმალება, ხვრეტენ. ცოცხალი რჩება მხოლოდ 18 წლის შოშანა დრეიფუსი, რომელსაც ლადა გაქცევის საშუალებას აძლევს.
პარალელურად, ლეიტენანტი ალდო რეინი ქმნის ებრაული წარმოშობის ამერიკელებისაგან შემდგარ ჯგუფს, რომელმაც ოკუპირებულ საფრანგეთში უნდა იმოქმედოს. ჯგუფის მიზნებია ნაცისტების ყველაზე სასტიკი გზით მოკვლა, ჯარისკაცების დემორალიზაცია და მათი დაშინება.
ჯგუფზე, რომელსაც ნაბიჭვრები შეარქვეს, მალევე ვრცელდება სხვადასხვა ჭორები გერმანული რაიხის შიგნითაც; ლეიტენანტი ალდო გერმანელებს შორის იღებს ფსევდონიმს აპაჩს. ეს განპირობებულია იმით, რომ ის და მისი ჯარისკაცები გერმანელების სკალპებს „აგროვებენ“. ჯგუფის სხვა წევრი, დონი დონოვიცი, რომელსაც გერმანელებმა ებრაელი დათვი შეარქვეს, თვით ფიურერის, ადოლფ ჰიტლერის ყურადღების ღირსი ხდება. ჯგუფის კიდევ ერთი წევრია სერჟანტი (უნტერ-ფელდფებელი) ჰიუგო შტიგლიცი, რომელმაც გესტაპოს 13 ოფიცერი მოკლა და შუცშტაფელის წევრებს შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ნაბიჭვრების ტყვეობაში მყოფ ჯარისკაცს, რომელმაც სიცოცხლე გერმანული პატრულის პოზიციის გაცემით შეინარჩუნა, ჰიტლერი ხვდება. მიუხედავად გადარჩენისა, ჯგუფის წევრები მას ეუბნებიან, რომ საჩუქარს გაუკეთებენ. ფილმის I თავის ბოლოს ნაჩვენებია, თუ როგორ უყურებენ აპაჩი და ებრაელი დათვი მათ მიერ ჯარისკაცის შუბლზე ამოჭრილ სვასტიკას.
გადარჩენილმა შოშანამ, თავის მხრივ, სახელი ემანუელ მიმიოზე შეიცვალა და გახდა კინოთეატრის მფლობელი, რომელიც, ლეგენდის მიხედვით, მემკვიდრეობით ერგო. მას ყურადღებას აქცევს გერმანელი სნაიპერი და გმირი-ჯარისკაცი ფრედერიკ ცოლერი, რომელმაც მისი გმირობისთვის მიძღვნილ ფილმ ერის სიამაყეში თავისი თავე ითამაშა. ფილმის გადაღებას უძღვებოდა პროპაგანდის რაიხსმინისტრი იოზეფ გებელსი.
ცოლერი არწმუნებს გებელსს ფილმის პრემიერა ემანუელ მიმიოს კინოთეატრში გამართოს, რაზეც რაიხსმინისტრი თანხმდება. ფილმის საყურებლად პარიზში ჩადის მესამე რაიხის მთავრობის არაერთი გავლენიანი წევრი, მათ შორის ადოლფ ჰიტლერიც. ემანუელი, თავისი შავკანიანი მეგობრის, მარსელის დახმარებით, ოჯახის სიკვდილის სამაგიეროდ კინოთეატრის გადაწვას აპირებს.
ამავე დროს, ინგლისურ სარდლობა ცდილობს გაანადგუროს რაიხის მმართველი წრე, რასაც ისინი ლეიტენანტი არჩი ჰიკოქსის ჯგუფს ავალებენ. ისინი უნდა შეხვდნენ ორმაგ აგენტს, მსახიობ ბრიჯეტ ფონ ჰამერსმარკს, რომლის დახმარებითაც პრემიერაზე უნდა შეაღწიონ. მას ისინი სამიკიტნოში ხვდებიან, სადაც რიგითი გერმანელი ჯარისკაცები ერთ-ერთი მათგანის ვაჟიშვილის დაბადებას ზეიმობენ. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის უცნაური აქცენტის გამო მისი წარმომავლობით ინტერესდება ჯერ რიგითი ჯარისკაცი, შემდეგ კი გესტაპოს ოფიცერი. აგენტის გამოაშკარავების შემდეგ იწყება ურთიერთსროლა, რის შედეგადაც იღუპება ყველა, გარდა ფონ ჰამერსმარკისა, რომელსაც ტყვია ფეხში ხვდება. დაღუპულთა შორის არიან ნაბიჭვართა ჯგუფის გერმანული ენის მცოდნე აგენტებიც, რის გამოც პრემიერაზე მიდიან ჯგუფის სხვა წევრებიც, რომლებმაც გერმანული არ იციან. „შესაპარვად“ ისინი თავიანთ თავებს იტალიელ კინომატეგრაფისტებად ასაღებენ.
საბოლოოდ, ჯგუფის გეგმა კინაღამ იშლება – სამიკიტნოში ლადამ აღმოაჩინა ჰამერსმარკის ფეხსაცმელი, პრემიერაზე კი ის დაახრჩო. გარდა ამისა, მან დააპატიმრებინა მისი კომპანიონები: ლეიტენანტი არჩი და რიგითი იუტივიჩი ზედმეტსახელი ლილიპუტით. კინოთეატრში რჩება ჯგუფის ორი სხვა წევრი, რომელიც მიმიოსთან ერთად რაიხის ლიდერების ლიკვიდაციას ცდილობს. საბოლოოდ, ორივე მათგანი წარმატებას აღწევს: მიმიო კინოთეატრს წვავს, ჯგუფის დარჩენილი წევრები კი ჰიტლერს და გებელსს ავტომატებიდან კლავენ.
ამავე დროს, ჰანს ლადა მოტაცებულ ნაბიჭვრებს შეთანხმებას სთავაზობს: ის მათ ჰიტლერის, გერინგის, გებელსის და ბორმანის მოკვლის საშუალებას მისცემს, თუ ისინი მას სარდლობასთან დააკავშირებენ. სარდლობისგან ლადა კონგრესის მედალს, ოპერაცია კინოს ხემძღვანელად მის გამოცხადებას, ნაცისტური წარსულის გამო დევნისგან განთავისუფლებას და წყნარ ცხოვრებას ითხოვს. სარდლობა მის პირობებს თანხმდება, რის შემდეგაც ლადა, აპაჩი, ლილიპუტი და ლადას რადისტი ფრონტის ხაზისკენ მიდიან. ხაზთან ლადა და მისი რადისტი ტყვედ ბარდებიან, თუმცა, აპაჩი რადისტს კლავს და მისი სკალპის აღებას ბრძანებს, ლადას კი ეკითხება, მოიხსნის თუ არა ომის შემდეგ შუცშტაფელის ფორმას. პასუხის გარეშე დატოვებული, აპაჩი მას შუბლზე გამოჭრის იმას, რისი მოხსნაც არ შეიძლება (სვასტიკა), რათა ლადას ნაცისტური წარსული დამალული არ იყოს.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაბიჭვრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბრედ პიტი — ლეიტენანტი ალდო რეინი ფსევდონიმი აპაჩით. არის ოფიცერი, წარმოშობით ტენესიდან. ამტკიცებს, რომ მის ვენებში ნაწილობრივ ჩქეფს ინდიური სისხლი, მისი წინაპარი კი ცნობილი ჯიმი ბრიჯერი არის. აქვს ნაიარევი ყელზე.
- ელაი როთი — სერჟანტი დონი დონოვიტცი, ასევე ცნობილი ზედმეტსახელი ებრაელი დათვით. სიკვდილამდე ურტყავს ბეისბოლის ბიტას გერმანელ ჯარისკაცებს. იღუპება კინოთეატრში, აფეთქების შედეგად.
- ტილ შვაიგერი — ნაცისტების მოძულე გერმანელი სერჟანტი იუგო შტიგლიცი, ვერმახტის ობერდფელდფებელი, რომელმაც გესტაპოს 13 ოფიცერი მოკლა. ტრიბუნალის მოლოდინში მყოფი გაანთავისუფლეს ნაბიჭვრებმა. დაიღუპა სამიკიტნოში სროლის დროს.
- გედეონ ბურკჰარდი — კაპრალი ვილჰელმ ვიკი, რომელიც ნაციზმის აღზევების შემდეგ შეერთებულ შტატებში გადავიდა. არის გერმანულ-ავსტრიული წარმოშობის ებრაელი. ჯგუფში იკავებს თარჯიმანის როლს. იღუპება სამიკიტნოში.
- ბენჯამინ ჯოზეფ ნოვაკი — რიგითი სმითსონ იუტივიჩი, ცნობილი ზედმეტსახელი ლილიპუტით. ფილმის დასასრულში, ალდო რეინთან ერთად ტყვედ აყავს ჰანს ლადა.
- ომარ დუმი — რიგითი ომარ ულმარი. კინოთეატრში თავს წარადგენს იტალიელი ოპერატორის, დომინიკ დეკოკოს ასისტენტად. იღუპება კინოთეატრში.
- სემ ლევაინი — რიგითი ჰაროლდ ჰეშბერგი.
- პოლ რასტი — რიგითი ენდი კოგანი.
- მაიკლ ბეკოლი — რიგითი მაიკლ ციმერმანი.
- კარლოს ფიდელი — რიგითი საიმონ საკოვიცი.
ინგლისელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მაიკლ ფასბენდერი — ლეიტენანტი არჩი ჰიკოქსი. ომამდე იყო კინოკრიტიკოსი, შეისწავლიდა გერმანულ კინემატოგრაფს, დაწერა გამოცემული წიგნები. აქცენტით ფლობს გერმანულ ენას, იღუპება სამიკიტნოში.
- მაიკ მაიერსი — გენერალი ედ ფენეკი.
- როდ ტეილორი — უინსტონ ჩერჩილი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.
ფრანგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მელანი ლორანი — შოშანა დრეიფუსი, სასწაულებრივად გადარჩენილი ებრაელი გოგონა, რომელმაც მოგვიანებით სახელი შეიცვალა ემანუელ მიმიოზე და კინოთეატრის მფლობელი გახდა. მოკლა ფრედერიკ ცოლერმა, კინოთეატრში.
- დენი მენოშე — პერიე ლაპადიტი, რძის ფერმის მფლობელი. მალავდა დრეიფუსების ოჯახს.
- ლეა სეიდუ — სარლოტა ლაპადიტი, პერიე ლაპადიტის ქალიშვილი.
- ჯეკი დო — მარსელი, შოშანას კინოთეატრში დასაქმებული შავკანიანი კინომექანიკოსი. შოშანას თხოვნით ცეცხლს უკიდებს კინოთეატრს.
- ჟული დრეიფუსი — ფრანცესკა მონდინო, იოზეფ გებელსის თარჯიმანი და საყვარელი. დახვრიტეს კინოთეატრში.
გერმანელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კრისტოფ ვალცი — ჰანს ლანდა, ებრაელებზე მონადირე, პოლიგლოტი. გადარჩა, თუმცა, ლეიტენანტმა ალდო რეინმა მას შუბლზე სვასტიკა ამოაჭრა.
- დიანე კრუგერი — ბრიჯ ფონ ჰამექსმარკი. გერმანული კინოვარსკვლავი და ბრიტანეთის აგენტი. დაახრჩო ჰანს ლადამ კინოთეატრში.
- დანიელ ბრიული — რიგითი ფრედერიკ ცოლერი, ომის გმირი. მოგონილი რეჟისორი ალოიზ ფონ აიხბერგის ფილმ Stolz der Nation-ში (ერის სიამაყე) თამაშობს საკუთარ თავს. იღუპება შოშანას ნასროლი ტყვიით.
- აუგუსტ დილი — გესტაპოს ოფიცერი, შტურბმანფიურერი დიტერ ხელსტრომი. კვდება სამიკიტნოში.
- მარტინ ვუტკე — ადოლფ ჰიტლერი, იღუპება კინოთეატრში.
- სილვესტრ გროტი — იოზეფ გებელსი, იღუპება კინოთეატრში.
- კრისტიან ბერკელი — ერიკი, ბარმენი. კლავენ სამიკიტნოში.
სხვა როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სემიუელ ლეროი ჯექსონი — ხმა კადრის იქით
- ჰარვი კეიტელი — ხმა კადრის იქით
შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სცენარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხედრო ფილმის გადაღების გეგმის ქონის შესახებ ტარანტინომ 2000-იანი წლების დასაწყისში განაცხადა.в[20] სცენარის დასაწერად მას თითქმის შვიდი წელი დასჭირდა. მისივე აღიარებით, იგი სცენარის ყველა ფურცელს უფრთხილდებოდა, რის გამოც სიუჟეტი იზრდებოდა და ფართოვდებოდა.[21] ტარანტინოს თქმით, ეს იყო მის მიერ დაწერილი საუკეთესო სცენარი.[22] ტარანტინოს ნაბიჭვრები დაახასიათება ასეთია: ეს არის ბინძური ათეულის, ნავარონის კუნძულის ტყვიების და სადაც არწივის ბუდეას ჩემი ვერსია.[23]
2002 წელს ტარანტინომ გააცნობიერა, რომ ფილმის შექმნაზე დაგეგმილზე მეტი დრო დაიხარჯება. გარდა ამისა, მეორე მსოფლიო ომზე ფილმებს იღებდნენ სხვა რეჟისორებიც.[24] ამის ფაქტების გამო, კვენტინმა მიატოვა ჩანაფიქრი და ბილის მოკვლის გადაღებაზე გადაერთო,[24] რომლის დასრულების შემდეგაც გადაწყვიტა ნაბიჭვრები ფილმიდან მინი-სერიალამდე „დაექვეითებინა“.[25] მან ასევე შეამოკლა სცენარიც და განაცხადა,[26] რომ ფილმის გადაღებას 2005 წლისთვის დაიწყებდნენ.[27] სავარაუდოდ, ფილმის სიუჟეტი უნდა ყოფილიყო ჯარისკაცთა პატარა რაზმზე, რომლებიც სასიკვდილო სასჯელისგან თავს იხსნიდნენ და ანტი-ჰიტლერულ კოალიციას დაეხმარებოდნენ. ტარანტინომ ისინი აღწერა, როგორც მეორე მსოფლიოს არაჩვეულებრივი გმირები.[28]
2004 წლის ნოემბერში ტარანტინომ კვლავ შეცვალა თავისი გეგმები და გადადო ფილმის წარმოება, რათა მონაწილეობა მიეღო ფილმ სუკიაკი ვესტერნ ჯანგოში და ჩრდილოეთჩინურ ენაზე გადაეღო ფილმი კუნგ-ფუზე,[29] 2007 წელს კი მან რობერტ როდრიგესთან ერთად გადაიღო ფილმი გრინდჰაუსის შიშის პლანეტა, რის შემდეგაც საბოლოოდ დაუბრუნდა ნაბიჭვრებს.[27]
ფილმის პრემიერის შემდეგ სცენარი გამოაქვეყნეს, როგორც ცალკეული წიგნი.[30]
გავლენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უსახელო ნაბიჭვრების გადაღების დროს ტარანტინოზე გავლენა მოახდინა არაერთმა კლასიკურმა კინოლენტან. მისივე აღიარებით, ნაბიჭვრების პირველი სცენა (ლადას ვიზიტი პიერ ლაპადიტთან) კოპირებულია ფილმი კარგი, ცუდი, ბოროტიდან.[31]
გარკვეული ელემენტები გადმოღებული იყო საბჭოთა კინემატოგრაფიდან — მაგალითად, ჰიტლერის დახვრეტა და კინოთეატრის განადგურება მიუთითებს ელემ კლიმოვის ფილმ მიდი უყურეზე, ხოლო ერის სიამაყეში გამოყენებული ბავშვიანი ეტლი მიუთითებს ფილმ ჯავშნოსან პატიომკინზე.[32]
2009 წლის დეკემბერში შედგა სპეციალური წვეულება ფილმის DVD-ზე და Blu-ray-ზე გამოსვლასთან დაკავშირებით. წვეულებაზე რეჟისორმა შეკრებილ სტუმრებს წარუდგინა იმ ფილმების ტრეილერები, რომლებმაც მასზე გავლენა მოახდინეს.[33]
- რობერტ ოლდრიჩის ოსკაროსანი სამხედრო ბოევიკი ბინძური ათეული
- არტურ ჰილერის ტობრუკი
- ენცო კასტელარის იტალიური სპაგეტი-ვესტერნი მოკალი ყველა მათგანი და დაბრუნდი... მარტო
- ანდრე დდე ტოტას სამხედრო დრამა ბინძური თამაში
- დონ ტეილორის და იტალო ცინგარელის იტალიური სპაგეტი-ვესტერნი ხუთი კაცის არმია
- ფილ კარლსონის და ფრანკო ჩირინოს იტალო-ამერიკული ფილმი კრაზანების ბუდე
- ბრაიან ჰათონის კომედიური ბოევიკი კელის გმირები
- ენცო კასტელარის ეს დაწყევლილი ჯავშანმატარებელი
- სემიუელ ფულერის დიდი წითელი ერთეული
მსახიობების არჩევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წელს, როდესაც ფილმის სიუჟეტი ფაქტობრივად ცნობილი არ იყო, მთავარ როლებზე განიხილებოდა სამი მსახიობის, ბრიუს უილისის, სილვესტერ სტალონეს და არნოლდ შვარცნეგერის კანდიდატურა.[34] ტარანტინო ამბობდა:
მე ეს ვთქვი ერთხელ და ვაპირებ კიდევ ერთხელ ვთქვა. მე მინდა დავპატიჟო ბრიუსი, სლაი და არნოლდი ჩემს ეპიკურ სამხედრო ფილმში როლების სათამაშებლად. მე ყოველთვის ვოცნებობდი ერთ ფილმში სამ სუპერვარსვკლავზე... და ახლა ამისათვის საუკეთესო დროა.[34]
ჰანს ლადას როლზე პირველად განიხილებოდა ლეონარდო დიკაპრიოს კანდიდატურა,[35] თუმცა, მოგვიანებით ტარანტინომ გადაწყვიტა, რომ ლადას როლი უფრო ასაკოვან გერმანელ მსახიობს უნდა ეთამაშა.[36] საბოლოოდ, ლადას როლი ერგო თითქმის უცნობ ავსტრიელ მსახიობ კრისტოფ ვალცს. ტარანტინო ყვებოდა, რომ კასტინგზე მისული არც ერთი მსახიობი ვერ ახერხებდა რეჟისორის ჩანაფიქრის შესრულებას და შესაბამისად, არ იყო შესაფერისი ლადას როლისთვის. იგი გადაღებების გაუქმებისთვისაც იყო მზად, თუმცა, მივიდა ვალცი და დაუბრუნა მას მისი ფილმი.[37] მოგვიანებით ტარანტინომ თქვა: ლადა არის ჩემ მიერ შექმნილთა პერსონაჟთა შორის საუკეთესო და შესაძლოა საუკეთესო მომავალში შექმნილ პერსონაჟებსაც შორის.[38]
ლეიტენანტი ალდო რეინის როლი თავიდანვე უნდა ეთამაშა ბრედ პიტს, რომლისთვისაც ნაბიჭვრები ტარანტინოსთან ერთობლივი მუშაობის პირველი პრეცედენტი უნდა გამხდარიყო.[39] ორივე მათგანმა გამოთქვა ერთობლივი მუშაობის სურვილი. როდესაც ტარანტინომ სცენარი ნახევრად დაასრულა, იგრძნო, რომ პიტი ალდო რეინის როლზე ყველაზე ძლიერი კანდიდატურა იყო. სცენარის წერის დასრულების შემდეგ რეჟისორმა იფიქრა, რომ რეინის როლში პიტი გასაოცარი იქნებოდა და მის აგენტს დაურეკა, რათა გაეგო, თავისუფალი იყო თუ არა მსახიობი.[39]
სერჟანტი დონი დონოვიტცის როლის მორგება შეეძლო კომიკოსს ადამ სენდლერს შეეძლო, თუმცა, მან უარი თქვა, მიზეზად კი დაასახელა კონფლიქტი კომპანია Universal Pictures-თან, რომელთანაც ერთად იგი ფილმ მხიარულ ადამიანებს[კომ. 2] იღებდა.[40] მის მაგივრად ფილმში მონაწილეობა მიიღო ტარანტინოს ახლო მეგობარმა, ელაი როთმა. მანვე გადაიღო ფილმი ფილმის შიგნით[კომ. 3]. ინგლისელი ლეიტენანტის, არჩი ჰიკოქსის როლი უნდა ეთამაშა კომიკოს საიმონ პეგს, თუმცა, ნაბიჭვრებს მან სტივენ სპილბერგის მულტფილმი ტინტინის თავგადასავლი ამჯობინა.[41] ჰიკოქსის როლი ერგო გერმანელ-ირლანდიელ მსახიობ მაიკლ ფასბენდერს.[41] რიგითი იუტივიჩის როლი კი ბენჯამინ ჯოზეფ ნოვაკს ერგო.[42]
ბრიჯეტ ფონ ჰამერსმარქის როლში ტარანტინო გერმანელ მსახიობ, ნასტასია კინსკის ხედავდა. მოლაპარაკებებისთვის იგი გერმანიაშიც კიჩაფრინდა, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია. ჰამერსმარქის პერსონაჟი განასახიერა სხვა მსახიობმა, დიანე კრუგერმა.[43] უინსტონ ჩერჩილის როლის შემსრულებელმა, როდ ტეილორმა კინემატოგრაფი ჯერ კიდევ 2006 წელს დატოვა, თუმცა, ტარანტინოსთვის გამონაკლისი გააკეთა.[44] მზადების პერიოდში, ტეილორმა უყურა ათობით ჩანაწერს უინსტონ ჩერჩილის მონაწილეობით. იგი მიზნად ისახავდა რაც შეიძლება ზუსტად განესახიერებინა ჩერჩილის სიარულის და ლაპარაკის მანერა.[45] აღსანიშნავია, რომ თვითონ ტეილორი არწმუნებდა ტარანტინოს როლი მიეცა ალბერტ ფინისთვის, რომელმაც უკვე შეასრულა ჩერჩილის როლი 2002 წელს. ტეილორისთვის ნაბიჭვრები ბოლო ფილმი აღმოჩნდა. იგი გარდაიცვალა 2015 წლის 6 იანვარს.[44]
ამ დაწყევლილი ჯავშანმატარებლის რეჟისორი, ენცო ჯ. კასტელარი ფილმში გამოჩნდა, როგორც გერმანელი გენერალი.[46] მსახიობებმა სემიუელ ჯექსონმა და ჰარვი კეიტელმა გაახმოვანეს მთხრობელი და სტრატეგიულ სამსახურთა სამართველოს დირექტორი.[47]
გადაღებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის გადაღებას ხელი მოჰკიდეს ძმებმა ვაინშტაინებმა (The Weinstein Company). 2008 წლის ივლისში მათ განაცხადეს, რომ სურთ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ფილმის გადაღება, რათა მას შესაძლებლობა ჰქონოდა მონაწილეობა მიეღო კანის 62-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.[48] 2008 წლის ოქტომბერში დაწყებული გადაღებები დაიწყო გერმანიაში და საფრანგეთში.[49]
ფილმის სცენების დიდი ნაწილი გადაიღეს და დაამონტაჟეს კინოსტუდია Babelsberg Studio-ში, ქალაქ პოსტამში და პატარა ქალაქ ბად-შანდაუში.[50][51] ელაი როთმა მოგვიანებით განაცხადა, რომ კინოთეატრის დაწვის სცენის გადაღების დროს შენობა კინაღამ მართლა დაიწვა მაღალი ტემპერატურისაგან: ჯგუფის წევრებს ეგონათ, რომ ცეცხლის ტემპერატურა 400 გრადუსი ცელსიუსით იქნებოდა, თუმცა, ტემპერატურამ 1200 გრადუსს მიაღწია.[52]
ჯიდლოები და ნომინაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცერემონიის თარიღი | პრემია | კატეგორია | ლაურეატები და ნომინანტები | შედეგები |
---|---|---|---|---|
13—24 მაისი 2009 | კანის კინოფესტივალი | ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის | კრისტოფ ვალცი | მოგებული |
„ოქროს პალმის რტო“ | კვენტინ ტარანტინო | ნომინირებული | ||
7 დეკემბერი 2009 | ვაშინგტონის კინოკრიტიკოსთა ასოციაცია | „საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში“ | კრისტოფ ვალცი | მოგებული |
„საუკეთესო ორიგინალური სცენარი“ | კვენტინ ტარანტინო | მოგებული | ||
„საუკეთესო რეჟისურა“ | კვენტინ ტარანტინო | ნომინირებული | ||
„საუკეთესო ფილმი“ | ლოურენს ბენდერი | ნომინირებული | ||
13 დეკემბერი, 2009 | ბოსტონის კინოკრიტიკოსთა საზოგადოება | „საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში“ | კრისტოფ ვალცი | მოგებული |
14 დეკემბერი, 2009 | ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაცია | „საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში“ | კრისტოფ ვალცი | მოგებული |
14 დეკემბერი, 2009 | ნიუ-იორკის კინოკრიტიკოსთა წრე | „საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში“ | კრისტოფ ვალცი | მოგებული |
15 დეკემბერი, 2009 | ოსტინის კინოკრიტიკოსთა ასოციაცია | „საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში“ | კრისტოფ ვალცი | მოგებული |
„საუკეთესო მსახიობი ქალი“ | მელანი ლორანი | მოგებული | ||
„საუკეთესო ორიგინალური სცენარი“ | კვენტინ ტარანტინო | მოგებული | ||
15 დეკემბერი, 2009 | სან-დიეგოს კინოკრიტიკოსთა საზოგადოება | „საუკეთესო ფილმი“ | ლოურენს ბენდერი | მოგებული |
„საუკეთესო კაცი მეორეხარისხოვან როლში“ | კრისტოფ ვალცი | მოგებული | ||
„საუკეთესო სამსახიობო შემადგენლობა | მოგებული | |||
„საუკეთესო რეჟისურა“ | კვენტინ ტარანტინო | მოგებული | ||
„დამდგმელი მხატვარის საუკეთესო ნამუშევარი“ | დეივიდ ვესკო | მოგებული | ||
„საუკეთესო ორიგინალური სცენარი“ | კვენტინ ტარანტინო | მოგებული | ||
„საუკეთესო მონტაჟი“ | სალი მენკე | ნომინირებული | ||
„საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“ | რობერტ რიჩარდსონი | ნომინირებული | ||
20 დეკემბერი, 2009 | «სატელიტის ჯილდო» | „საუკეთესო მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში“ | კრისტოფ ვალცი | მოგებული |
„საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“ | რობერტ რიჩარდსონი | ნომინირებული | ||
21 დეკემბერი, 2009 | ჩიკაგოს კინოკრიტიკოსთა ასოციაცია | „საუკეთესო ფილმი“ | ლოურენს ბენდერი | ნომინირებული |
„საუკეთესო რეჟისურა“ | კვენტინ ტარანტინო | ნომინირებული | ||
„საუკეთესო ორიგინალური სცენარი“ | კვენტინ ტარანტინო | ნომინირებული | ||
„საუკეთესო მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში“ | კრისტოფ ვალცი | მოგებული | ||
„საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“ | რობერტ რიჩარდსონი | ნომინირებული | ||
22 декабря 2009 | ფენიქსის კინოკრიტიკოსთა საზოგადოება | „საუკეთესო ფილმი“ | ლოურენს ბენდერი | მოგებული |
„საუკეთესო რეჟისურა“ | კვენტინ ტარანტინო | მოგებული | ||
„საუკეთესო მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში“ | კრისტოფ ვალცი | მოგებული | ||
„საუკეთესო სამსახიობო შემადგენლობა“ | მოგებული | |||
6 იანვარი, 2010 | „ხალხის არჩევანი“ | „საუკეთესო დამოუკიდებელი ფილმი“ | მოგებული | |
15 იანვარი, 2010 | „კრიტიკოსთა არჩევანი“ | „საუკეთესო ორიგინალური სცენარი“ | კვენტინ ტარანტინო | მოგებული |
„საუკეთესო მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში“ | კრისტოფ ვალცი | მოგებული | ||
„საუკეთესო სამსახიობი შემადგენლობა“ | მოგებული | |||
„საუკეთესო ფილმი“ | ლოურენს ბენდერი | ნომინირებული | ||
„საუკეთესო რეჟისურა“ | კვენტინ ტარანტინო | ნომინირებული | ||
„საუკეთესო ბოევიკი“ | ნომინირებული | |||
„საუკეთესო დამდგმელი მხატვარი“ | დეივიდ ვესკო | ნომინირებული | ||
„საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“ | რობერტ რიჩარდსონი | ნომინირებული | ||
„კოსტუმების საუკეთესო დიზაინი | ანა შეპარდი | ნომინირებული | ||
„საუკეთესო მონტაჟი“ | სალი მენკე | ნომინირებული | ||
ოქროს გლობუსი | „ოქროს გლობუსი“ | პრემია ოქროს გლობუსი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის | კრისტოფ ვალცი | მოგებული |
პრემია ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისურისთვის | კვენტინ ტარანტინო | ნომინირებული | ||
პრემია ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამატული ფილმისთვის | ლოურენს ბენდერი | ნომინირებული | ||
პრემია ოქროს გლობუსი საუკეთესო სცენარისთვის | კვენტინ ტარანტინო | ნომინირებული | ||
აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის პრემია | აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის პრემია | აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის პრემია მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის | კრისტოფ ვალცი | მოგებული |
აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის პრემია საუკეთესო სამსახიობო შემადგენლობისთვის | მოგებული | |||
აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის პრემია ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის | დიანა კრუგერი | ნომინირებული | ||
24 იანვარი, 2010 | აშშ-ის პროდიუსერთა გილდია | „წლის პროდიუსერი“ | ლოურენს ბენდერი | ნომინირებული |
30 იანვარი, 2010 | აშშ-ის რეჟისორების გილდია | „საუკეთესო რეჟისურა კინოფილმში“ | კვენტინ ტარანტინო | ნომინირებული |
31 იანვარი, 2010 | “გრემი“ | „საუკეთესო კომპილაციური საუნდტრეკი მასობრივი ინფორმაციის ვიზუალური საშუალებებისთვი“ | ენიო მორიკონე და სხვა კომპოზიტორები | ნომინირებული |
13 თებერვალი, 2010 | აშშ-ის მხატვართა გილდია | „კინოფილმში დამდგმელი მხატვრის საუკეთესო ნამუშევარი“ | დეივიდ ვესკო | ნომინირებული |
18 თებერვალი, 2010 | ლონდონის კინოკრიტიკოსთა წრე | „წლის მსახიობი“ | კრისტოფ ვალცი | მოგებული |
20 თებერვალი, 2010 | აშშ-ის მონტაჟორთა გილდია | „საუკეთესო დიალოგები კინოფილმში“ | მოგებული | |
„საუკეთესო ხმოვანი ეფექტები ფილმში“ | ნომინირებული | |||
BAFTA | BAFTA | პრემია BAFTA მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის | კრისტოფ ვალცი | მოგებული |
პრემია BAFTA საუკეთესო რეჟისურისთვის | კვენტინ ტარანტინო | ნომინირებული | ||
პრემია BAFTA საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის | კვენტინ ტარანტინო | ნომინირებული | ||
პრემია BAFTA საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის | რობერტ რიჩარდსონი | ნომინირებული | ||
პრემია BAFTA საუკეთესო მონტაჟისთვის | სალი მენკე | ნომინირებული | ||
პრემია BAFTA დამდგმელი მხატვრის საუკეთესო ნამუშევრისთვის | დეივიდ ვესკო, სენდი რეინოლდს ვესკო | ნომინირებული | ||
27 თებერვალი, 2010 | აშშ-ის ოპერატორთა საზოგადოება | „საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი კინოფილმში“ | რობერტ რიჩარდსონი | ნომინირებული |
ოსკარი | ოსკარი | ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში | კრისტოფ ვალცი | მოგებული |
ოსკარი საუკეთესო ფილმისთვის | ლოურენს ბენდერი | ნომინირებული | ||
ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვის | კვენტინ ტარანტინო | თარგი:Номинация | ||
[ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის | კვენტინ ტარანტინო | ნომინირებული | ||
ოსკარი საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის | რობერტ რიჩარდსონი | ნომინირებული | ||
ოსკარი საუკეთესო მონტაჟისთვის | სალი მენკე | ნომინირებული | ||
ოსკარი ხმის საუკეთესო მონტაჟისთვის | უაილი სტეინმენი | ნომინირებული | ||
ოსკარი საუკეთესო ხმისთვის | მაიკლ მინკლერი, ტონი ლამბერტი, მარკ ულანო | ნომინირებული | ||
იმპერია | იმპერია | „კინოპრემია იმპერია საუკეთესო ფილმისთვის“ | ლოურენს ბენდერი | ნომინირებული |
„კინოპრემია იმპერია საუკეთესო ტრილერისთვის“ | ნომინირებული | |||
„კინოპრემია იმპერია მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის“ | კრისტოფ ვალცი | მოგებული | ||
„კინოპრემია იმპერია ქალის საუკეთესო როლისთვის“ | მელანი ლორანი | ნომინირებული | ||
„კინოპრემია იმპერია საუკეთესო რეჟისურისთვის“ | კვენტინ ტარანტინო | ნომინირებული | ||
31 მაისი, 2010 | ავსტრალიის კინოკრიტიკოსთა წრე | „საუკეთესო ფილმი უცხოურ ენაზე“ | ლოურენს ბენდერი | ნომინირებული |
6 ივნისი, 2010 | MTV Movie Awards | MTV-ის კინოჯილდო საუკეთესო ბოროტმოქმედს | კრისტოფ ვალცი | ნომინირებული |
24 ივნისი, 2010 | სატურნი | „საუკეთესო ბოევიკი/ტრილერი“ | მოგებული | |
„ქალის საუკეთესო როლი“ | მელანი ლორანი | ნომინირებული | ||
„მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“ | კრისტოფ ვალცი | ნომინირებული | ||
„ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“ | დიანა კრუგერი | ნომინირებული | ||
საუკეთესო რეჟისურა | კვენტინ ტარანტინო | ნომინირებული | ||
„საუკეთესო სცენარი“ | კვენტინ ტარანტინო | ნომინირებული | ||
„კოსტუმების საუკეთესო დიზაინი“ | ანა შეპარდი | ნომინირებული |
კრიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმი დადებითად შეაფასეს კინოკრიტიკოსებმა. Rotten Tomatoes-ზე მისი საშუალო რეიტინგი 89 პროცენტს შეადგენს.[53] ტარანტინოს გადაწყვეტილება მოეფიქრა მსოფლიო ომისთვის ახალი დასასრული დადებიდად შეაფასა რიჩარდ კორლისი: ყველამ იცის, თუ რითი დამთავრდება საქმე. ცუდი ბიჭები წააგებენ. ჰიტლერი თავის ბუნკერში დაიღუპა. სად არის აქ ინტრიგა? სად არის გაურკვევლობა? სამხედრო ფილმების უმრავლესობისთვის ისტორიული ფაქტები რაღაც ხელშეუხებელია.[54] ამავე აზრზე იდგა იურა გლადილშიკოვი: მოდით, ბოლოსდაბოლოს შევცვალოთ ისტორია კინოში ისე, როგორც ჩვენ გვინდა.. იმიტომ, რომ ისტორიასა და კინოს ქორწინებაში უმთავრესი კინოა.[55]
ჯიმ ჰობერმანმა (Village Voice) დაწერა: ჩვენს წინაშე ალტერნატიული მეორე მსოფლიო ომი, რომლებშიც ებრაელები ატერორებენ და კლავენ ნაცისტებს; ე.წ სამართლიანი ჰოლოკოსტი.[56] ჰობერმანმა ერთმანეთს შეადარა ტარანტინო და სტივენ სპილბერგი, რადგანაც, მისის აზრით, ორივე მათგანი თავის სურვილს ახვევს დიდი ომის ისტორიას; ამავე დროს, უსახელო ნაბიჭვრები, როგორც სხვა ნებისმიერი ვესტერნი, ცდილობს მონახოს ძალადობის საზღვარი, რომელიც დასაშვებია კეთილშობილი მიზნის მისაღწევად.[56]
როჯერ ებერტმა ნაბიჭვრები წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად დაასახელა (ამ კინოს ცენტრშია არიან გმირი, ნაცისტი და გოგონა).[57] ებერტის თქმით, ტარანტინომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია შექმნას „პერსონაჟები დიდი ასოდან“; ისინი ჩანან უფრო დიდნი, ვიდრე სხვა ადამიანები, რომლებსაც ჩვენ კინოეკრანებზე ვხედავთ.[57]
მანოლა დარგისმა (The New York Times) თავის რეცენზიაში აღნიშნა, რომ ლორანი და როთი დაჩრდილა ნაცისტმა ბოროტმოქმედ-შემაცდუნელმა ვალცის შესრულებით.[58] დარგისი დაძაბა იმან, რომ დადებითი პერსონაჟები ვერ ეჯიბრებიან ნაცისტს სიტყვებით ჟონგლიორობაში და ქარიზმაში.[58] მიუხედავად იმისა, რომ დიალოგები საკმაოდ გაწელილი იყო, დარგისმა შეაქო ფილმის პირველი სცენა, რომელიც ტარანტინომ მაჯრვედ გადაიღო — კამერა ისე ტრიალებს ფრანგი ფერმერის ირგვლივ, თითქოს მას მარყუჟს ახვევს.[58]
კრისტოფ ვალცის თამაშმა კრიტიკოსების რეცენზიებში ცალკე ადგილი დაიკავა. საიტ thepassionatemoviegoer მიმომხილველმა ჯო ბელტეიკმა თავისი რეცენზია ასე შეაჯამა: შტამბეჭდავი პერსონაჟი, შთამბეჭდავი მსახიობი: კრისტოფ ვალცი ამაღელვებლად მომხიბვლელია კვენტინ ტარანტინოს უსახელო ნაბიჭვრებში. კოლინ კლოვერტმა გაზეთ Star Tribune-დან შეაფასა ბრედ პიტის გარდასახვა, მაგრამ, კლოვერტის სიტყვებით, კოლეგამ მას აჯობა.
განსაკუთრებულად აღინიშნებოდა კინოსურათის ჟანრობრივი თავისებურობა, რომელიც, როგორც ტარანტინოს წინა ფილმები, უპირველეს ყოვლისა არის რეჟისორის საყვარელი ფილმების „კრებული“. ფილმის ცალკეული „თავები“ გადაღებულია სხვადასხვა ჟანრების „კანონებით“ და აკეთებენ გადამისამართებას მათ კლასიკურ ნაწარმოებებზე. პროლოგი, რძის ფერმაზე დაწყებული მოქმედებებით (ტიტრებით ერთხელ, ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში... 1941) და ენრიო მორიკონეს მუსიკით სერჯო ლეონეს ფილმის, ერთხელ ველურ დასავლეთში ციტირებას ახდენს. მეორე თავი არის ვარიაცია კლასიკური სიუჟეტის (დივერსანტთა ჯგუფი მტრის ზურგში) თემაზე. შოშანას და ცოლერის საუბრისას და ყაბაყში „გამოცნობანას“ თამაში პირდაპირ ციტირებს კლასიკურ ომამდელ ფილმებს. ჰიტლერის გარეგნობა, როგორც ცირკუნი და ტროფიმენკოვი აღნიშნავენ, ჰგავს „კარიკატურულ ფიურერს“ ერნსტ ლუბიჩის კომედია „ყოფნა თუ არყოფნიდან“.
კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გრამატიკული შეცდომა ფილმის სახელწოდებაში სპეციალურადაა დაშვებული. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიის ერთ-ერთი ქვეთავი
- ↑ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ფილმი ასევე ცნობილია, როგორც სასაცილო ადამიანები ან იუმორისტები
- ↑ იგულისხმება ფილმი ერის სიამაყე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Inglourious Basterds (18). British Board of Film Classification (July 27, 2009). ციტირების თარიღი: November 12, 2012.
- ↑ 2.0 2.1 McCarthy, Todd. (May 20, 2009) Film Reviews: Inglourious Basterds. Variety.
- ↑ Kulish, Nicholas (February 15, 2009). „Winslet and Cruise Star in a German Studio's Latest Act“. The New York Times. ციტირების თარიღი: January 20, 2010.
- ↑ Goodridge, Mike. (May 25, 2009) Inglourious Basterds. Screen International.
- ↑ Thompson, Anne (June 8, 2009). „Weinstein Co. Up Against the Wall“. Variety. Reed Business Information. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 12, 2009. ციტირების თარიღი: August 6, 2009.
- ↑ Inglourious Basterds (2009). Box Office Mojo. Amazon.com. ციტირების თარიღი: December 5, 2012.
- ↑ Inglourious Basterds (2009). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Inglourious Basterds: Box Office Mojo. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ The 82nd Academy Awards (2010) Nominees and Winners. The Academy of Motion Picture Arts and Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ THE 67TH ANNUAL GOLDEN GLOBE AWARDS (2010). The Hollywood Foreign Press Association. ციტირების თარიღი: 2012-3-17.[მკვდარი ბმული]
- ↑ Awards Database. BAFTA. ციტირების თარიღი: 2012-3-17.[მკვდარი ბმული]
- ↑ Christoph Waltz: The glorious villain in 'Inglourious Basterds'. Gold Derby (21 августа 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2012-3-19.
- ↑ Интервью Кристофа Вальца в Inside the Actors Studio.
- ↑ Деннис Лим. (12 августа 2009) ‘Inglourious’ Actor Tastes the Glory. The New York Times. ციტირების თარიღი: 2012-3-21.
- ↑ Джей С.. (23 декабря 2009) Best of the Decade #5: Inglourious Basterds (2009). FilmJunk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-27. ციტირების თარიღი: 2012-10-6.
- ↑ The 100 Best Movies of the Complex Decade. ComplexPopCulture (4 апреля 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-01. ციტირების თარიღი: 2012-10-6.
- ↑ Андрей Плахов. (21 мая 2009) «Ублютки» снискали славу. Коммерсант. ციტირების თარიღი: 2012-3-17.[მკვდარი ბმული]
- ↑ ‘Inglourious Basterds’ has one tricky title. MSN (27 აგვისტო, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-16. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ დეიმონ უაიზი. (15 августа 2009) Mission accomplished. The Guardian. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ World War II Film. QuentinTarantino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-24. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Filmmaker Quentin Tarantino, 'Inglourious Basterds'. CharlieRose. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-04. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ WiseGuy. (22 августа 2009) Inglourious Basterds: Review By WiseGuy. MovieWeb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-22. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Марк Ли. (26 марта 2009) Battle of the blockbusters. The Guardian. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ 24.0 24.1 Рик Лайман. (5 сентября 2002) Tarantino Behind the Camera in Beijing. The New York Times. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Майкл Лорсон. Inglorious Bastards a Mini Series?. MoviesOnline. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-06. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Рэйчел Джонс. (17 августа 2009) Tarantino's glorious 'masterpiece'. CourierMail. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-20. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ 27.0 27.1 Ларри Кэрролл. (20 сентября 2005) Tarantino Gushes About 'Grind,' Says Next 'Kill Bill' Is 10 Years Away. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-05. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ 16 июля 2003. Quentin Tarantino — Film Maker. H2Q2. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Стив Роуз. (2 ноября 2004) Tarantino plans old-style kung fu film - in Mandarin. The Guardian. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Квентин Тарантино. Inglourious Basterds: A Screenplay. Google Books. ციტირების თარიღი: 2012-3-19.
- ↑ Патрик Голдштейн. (16 февраля 2010) Quentin Tarantino on his 'Basterds' influences. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2012-12-31.
- ↑ The 50 greatest World War II movies: part six. TimeOut. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-05. ციტირების თარიღი: 2012-12-31.
- ↑ Нил Миллер. (15 декабря 2009) 9 Films that Influenced Inglourious Basterds. FilmSchoolRejects. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-31. ციტირების თარიღი: 2012-12-31.
- ↑ 34.0 34.1 Tarantino Still Wants his «Bastards»!. The Arnold Fans. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-03. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Майкл Флеминг. (15 июля 2008) Quentin Tarantino seeks 'Bastards'. Variety. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Майкл Флеминг, Татьяна Сигел. (5 августа 2008) Eli Roth on deck for 'Bastards'. Variety. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Майкл Флеминг. (17 мая 2009) Tarantino reflects on 'Basterds'. Variety. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Тарантино назвал своего лучшего персонажа. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-11. ციტირების თარიღი: 2016-12-06.
- ↑ 39.0 39.1 Джим Стэнман. (21 августа 2009) Tarantino and Pitt: The long-awaited love affair. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-14. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Эрик Дитциан. (24 августа 2009) 'Inglourious Basterds' Original Cast Plans Called For Leonardo DiCaprio, Adam Sandler. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-11. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ 41.0 41.1 Али Джаафар. (19 августа 2008) Fassbender in talks for 'Bastards'. Variety. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Питер Скиретта. (6 августа 2008) B.J. Novak Cast in Tarantino’s Inglorious Bastards. SlashFilm. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Майкл Флеминг. (29 августа 2008) Kruger, Waltz join Tarantino film. Variety. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ 44.0 44.1 Скотт Эйман. (21 августа 2009) Tarantino’s latest find: Rod Taylor as Churchill in ‘Inglourious Basterds’. PBPulse. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-10. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Amazing interview with Rod Taylor about Quentin Tarantino. ReservoirWatchDogs (16 сентября 2011). ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Ник Виварелли. (19 мая 2009) Enzo and Tarantino: 'Basterds' brothers. Variety. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Крис Нашавати. (19 августа 2009) 'Inglourious Basterds': Playing spot the Tarantino reference. EntertainmentWeekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-26. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ INGLOURIOUS BASTERDS — TARANTINO PREPPING «BASTARDS» FOR AN OCTOBER START. MyMovies (9 июля 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-01. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Photos et une vidéo du tournage d'«Inglourious basterds» à Paris dans le 18ème. KDBuzz. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Николас Кулиш. (15 февраля 2009) Winslet and Cruise Star in a German Studio’s Latest Act. The New York Times. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Дебби Линн Элиас. (27 августа 2009) Movie Review: INGLOURIOUS BASTERDS. N: Zone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-05. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Крис Ли. (16 августа 2009) Eli Roth barely survives acting in Quentin Tarantino's 'Inglourious Basterds'. The New York Times. ციტირების თარიღი: 2012-3-17.
- ↑ Inglourious Basterds (2009). Rotten Tomatoes. Flixster. ციტირების თარიღი: June 22, 2015.
- ↑ Corliss, Richard (2009-08-20). „Inglourious Basterds: Stalking History and Hitler“. TIME. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-17. ციტირების თარიღი: 2010-01-10. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ Гладильщиков, Юрий (2009-05-21). „Еврейское счастье“. Ведомости. ციტირების თარიღი: 2010-01-12. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ 56.0 56.1 Hoberman, J. (2009-08-18). „Quentin Tarantino's Inglourious Basterds Makes Holocaust Revisionism Fun“. Village Voice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-13. ციტირების თარიღი: 2010-01-10. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ 57.0 57.1 Ebert, Roger (2009-08-19). „Inglourious Basterds“. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-01. ციტირების თარიღი: 2010-01-10. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ 58.0 58.1 58.2 Dargis M. Inglourious Basterds (2009): Tarantino Avengers in Nazi Movieland // The New York Times. Movie Review. August 21, 2009. (ინგლისური)
|